მთავარისიახლეებიპოლიტიკააჭარის მაუწყებელის მუშაობა ხანძრის გამო შეფერხებულია

აჭარის მაუწყებელის მუშაობა ხანძრის გამო შეფერხებულია

Published on

აჭარის მაუწყებელის მუშაობა ხანძრის გამო შეფერხებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მაუწყებლობა ავრცელებს.
 
"12:40 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა. შენობაში, სადაც ტრანსფორმატორია განთავსებული, მოკლე ჩართვა მოხდა და ძლიერი დაკვამლიანება იყო.
 
დამწვარია ე.წ. ამომრთველი. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რამდენიმე წუთში მივიდნენ და შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა დაკვამლიანების კერა მალევე იპოვეს.
 
ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან პოლიციისა და "ენერგო პრო-ჯორჯიას" წარმომადგენლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ტელეკომპანიას და როდის განახლდება მაუწყებლობა.
 
სავარაუდოდ, ეთერში ვერ გავა 15:00 საინფორმაციო გამოშვება.
 
რამდენიმე წუთით შეფერხება იყო რადიოშიც, თუმცა მაუწყებლობა მალევე აღდგა" – აღნიშნულია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...