მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ განაცხადა, რომ შეიძლება საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? - ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და...

ვინ განაცხადა, რომ შეიძლება საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? – ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და არამხოლოდ მან

Published on

ვინ განაცხადა ის, რომ შეიძლება საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ეს საკითხი მოწყვეტილია რეალობას და ეს ევროპარლამენტში არ განხილულა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
 
ჟურნალისტი დაინტერესდა, შეიძლება თუ არა ეჭვქვეშ დადგეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ჩამორთმევის საკითხი.
 

„ეს არის საერთოდ მოწყვეტილი რეალობას. ვინ განაცხადა ეს, რომ შეიძლება საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ეს საკითხი ევროპარლამენტში არ განხილულა. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩვენ ვალდებული ვართ, მოსახლეობას ვუთხრათ სიმართლე. რაც შეეხება ზოგადად განცხადებებს, ევროპარლამენტში წარმოდგენილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მათ შორის ისინი, რომელიც თანამშრომლობენ ჩვენს ოპონენტებთან. უნდა ვისაუბროთ კონკრეტული ფაქტებით და კონკრეტული ფაქტი არის ის, რომ ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში, რომლის გამოც ევროკავშირმა აირჩია საქართველო იმ ფორმატისთვის, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის არსებობს. საქართველოში არჩევნების სტანდარტები იქნება ყველაზე მაღალი და ეს დავამტკიცეთ ყველა წინა არჩევნებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 
როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძეს არ სურს ყურად იღოს  ევროპარლამენტარების გაფრთხილება ან ამ განცხადებით  მისთვის, როგორც ხელისუფლების ერთერთი უმაღლესი პირისათვის,  რბილად რომ ვთქვათ, უხერხული  სიტუაციიდან თავის დაღწევას და ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას  ცდილობს.
 
ვინ თქვა , რომ  საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს?
 
სხვებთან ერთად ევროპარლამნტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველოში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და მეორე ტურში გაყალბებით კი, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება.
 
"შემაშფოთებელ სიგნალს ვიღებთ საქართვლოდან, რომ ხელისულება არჩევნებს აყალბებს სამთავრობო სააგენტოს მიერ ყალბი პირადობის დაბეჭდვით რომ შეიცვალოს მეორე ტურის შედეგი. მეორე ტური ტარდება ოთხშაბათ დღეს, უჩვეულოა და ართულებს ოპოზიციის მომხრეებისათვის და ქართული დიასპორისათვის ხმის მიცემას ჩემი აზრით სიგნალი უნდა გავაგზავნოთ რომ არჩვენბის გაყალბება ასოცირების ხელშეკრულების დარღვევა იმ ღირებულებების უპატივცემულობაა, რომელსაც საქართველო აღიარებს ასევე შეთანხმების ხელმოწერით თუ გაყალბების პროცესი გაგრძელდება ხელშეკრულების დარღვევა შეიძლება მოპჰყვეს დოკუმენტის ან უვიზო რეჟიმის შეჩერება. გაყალბებით ირღვევა ფუნდამენტური ღირებულებები, რისი შესრულება ასოცირების ქვეყნებს მათ შორის საქართველოს ეკისრება“ – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან.

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...