მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე - 52%, სალომე ზურაბიშვილი - 48% - Edison research-ის ბოლო...

გრიგოლ ვაშაძე – 52%, სალომე ზურაბიშვილი – 48% – Edison research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა

Published on

Edison research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა არჩევნებამდე სამი დღით ადრე – "რუსთავი 2"-ის დაკვეთით კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხვა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები.
 
კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა: 37%-მა გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. 35 %-მა თქვა, რომ ხმას მისცემდა სალომე ზურაბიშვილს.
 
გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი ან უარს ამბობს პასუხზე, ან ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ან ამბობს, რომ არცერთს არ აძლევს ხმას.
 
Edison research -ის წარმომადგენლები მოქალაქეებს დამატებით კითხვებსაც უსვამენ – მათი სოციალური, ოჯახური, ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ა.შ.
 
ამ დამატებითი კითხვების და პასუხების საფუძველზე ანალიტიკოსები ხვდებიან, პოტენციურად, ვისი ამომრჩეველია ესა თუ ის პირი. ანუ, როდესაც რესპოდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას, რასაც ალოკაცია ჰქვია.
 
ალოკაციის გათვალისწინებით, მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
 
გრიგოლ ვაშაძე – 45%;
 
სალომე ზურაბიშვილი – 42%.
 
დარჩენილი პროცენტები ისეთ რესპოდენტებს მიაქვთ, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხებზე.
 
მაგრამ თუ შედეგებს ჩამოვაცილებთ ამ გადაუწყვეტელ და უარის მთქმელ პასუხებს, მაშინ მაჩვენებლები ასეთი იქნება:
 
გრიგოლ ვაშაძე – 52%;
 
სალომე ზურაბიშვილი – 48%.
 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...