მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე გაყალბების ფაქტების გამოსავლენად მობილიზებული...

გიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე გაყალბების ფაქტების გამოსავლენად მობილიზებული იქნება 20 ათასი ადამიანი, რომელთაც უმაღლესი სტანდარტის ტრენინგი აქვთ გავლილი,

Published on

არჩევნებამდე სულ მცირე დრო დარჩა და სულ უფრო მძაფრდება კითხვა , შეძლებს თუ არა ხელისუფლება მიაღწიოს საწადელს – არნახული ზეწოლით,  ყოვლად უღირსი მეთოდებით  გააყალბოს შედეგები, შეძლებს თუ არა ხალხი დაიცვას თავისი ხმები.  
 
28 ნოემბრამდე სამი დღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამომრჩეველზე ზეწოლასთან დაკავშირებით საუბრობს.
 
„ბოლო პერიოდში, ალბათ, ყველასთვის ცნობილი გახდა არა ერთი სქემა და მექანიზმი არჩევნების გაყალბების, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ შემუშავებული. ეს არის საარჩევნო სიებით მანიპულირება, ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, პირადობის მოწმობების, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ხალხის დაშინება და ა.შ.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
ვაშაძის თქმით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გაერთიანების წევრებმა, დეტალურად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი ქმედებები, რომელიც არჩევნების გაყალბებას უკავშირდება.
 
„დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მთლიანად, მთელი საქართველოს მასშტაბით, თითოეულ უბანზე, სრული მზაობაა ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან, იმისთვის, რომ აღკვეთოთ ყველა ეს გაყალბების ფაქტი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებზე 20 ათასი ადამიანი იქნება მობილიზებული, რომელთაც უმაღლესი სტანდარტის ტრენინგი აქვთ გავლილი, რათა გაყალბების ფაქტები გამოვლენილ იქნას. აქვს, ვაშაძემ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
 
„ვერ შეძლებს "ქართული ოცნება" თქვენი ხმის გაყალბებას, მთავარია, თქვენ იყოთ აქტიურები, მოხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
 
გარდა ამისა, ვაშაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მოეცეს ყველა ის პირი, ვინც ამომრჩეველზე ძალადობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...