მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი

ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, საარჩევნო პროცესში კრიმინალების ჩართვასთან დაკავშირებით, გიორგი გახარია ეხმაურება. მინისტრი ბრალდებას "აბსურდს" უწოდებს და ოპოზიციას წინასაარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს. განცხადება გახარიამ ზუგდიდში გააკეთა.
 
„ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი. შედეგები უბრალოდ, რომ ჩაიხედოს ვინმემ თუ რა ხდება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ნაწილში დღეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ახლავე მინდა სიახლე გამცნოთ, რომ  უახლოეს პერიოდში შსს-ს ინიციატივით მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია. რაც ნიშნავს  იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება  კრიმინალიზებული. მე პასუხისმგებლობას ვიღებ წყნარ და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარების მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე კიდევ უფრო ხშირად ვიქნები აქ და უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. რაც შეეხება უკავშირდება თუ არა წინასაარჩევნოდ, ნაწილობრივ რა თქმა უნდა უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და კონკრეტულ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, რამდენჯერმე ნასამართლევმა გიორგი პერტაიამ ხობში ოპოზიციის მომხრეებზე, მათ შორის პოლიციის თადარიგის ოფიცერზე კოკა შელიაზე წეზოლა სცადა და მათ ე.წ. ავტორიტეტული ქურდების სახელით დაემუქრა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...