მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოტნე გამსახურდია: ,,რავა ყველაფერს აყალბებენ ეს შობელძაღლები - ტელეკომპანია იმედის კვლევა,...

ცოტნე გამსახურდია: ,,რავა ყველაფერს აყალბებენ ეს შობელძაღლები – ტელეკომპანია იმედის კვლევა, ტრადიციულად, გაყალბებულია”.

Published on

ბიძინა ივანიშვილის მიერ ფსიქომეტრის  კვლევის შედეგების უმკაცრესი შეფასების შმდეგ , რომლის თანახმად  ეს კვლევა სამარცხვინოა და საერთოდ კვლევაც კი არ არის, ტელეკომპანია „იმედმა“ მის მიერ Gallup International-ისთვის დაკვეთილი წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
 
კვლევის თანახმად, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდებოდეს, გამოკითხულთა 28% სალომე ზურაბიშვილს მისცემდა ხმას, 26% – გრიგოლ ვაშაძეს. 37%-ს არ გადაუწყვეტია ან არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე, 9%-ის თქმით კი, არცერთ კანდიდატს არ აძლევს ხმას
 
,,.რავა ყველაფერს უნდა აყალბებდნენ ეს შობელძაღლები '' – წერს ცოტნე გამსახურდია და განმარტავს რა აძლევს მას ინეის ახალი კვლევის  ამგვარი შეფასების  საფუძველს.
 
1. ეს კვლევა არაა ჩატარებული ცნობილი ამერიკული გელაპის ინსტიტუტის მიერ. გელაპ ინტერნეიშნალი არის ამერიკული გელაპის (Gallup World Poll) ფეიკ ვერსია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასდევს ნამდვილი გელაპი და უჩივის ყველა იურისდიქციაში და ამერიკაში აკრძალული აქვს ოპერირება. ეს კომპანია მოღვაწეობს ავსტრიაში, ყავს ბულგარელი პრეზიდენტი და რუსი ვიცეპრეზიდენტი;
 
2. გელაპ ინტერნეიშნელის სახელით საქართველოში ოპერირებდა მერაბ ფაჩულია (გორბი). ეს ის მერაბ ფაჩულიაა, ტელეიმედისთვის რომ ითვლის სატელევიზიო რეიტინგებს და აყალბებს;
 
3. ნამდვილი გელაპის (Gallup World Poll) ქართველი პარტნიორია კომპანია IPM და მისი სახელით გაკეთებული კვლევის საველე სამუშაოებს არ და ვერ შეასრულებდა კომპანია ACT (ეს ის კომპანიაა, რომლის ეგზიტპოლითაც 2014 წელს ტელეკომპანია იმედმა პირველივე ტურში მერად გამოაცხადა დავით ნარმანია, რისთვისაც თითქმის 10%იანი ცდომილებით დადო შედეგი);
 
4. იმედის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემით, 2400 ადამიანის გამოკითხვას და შემდეგ ამ შედეგების დაჯამებას და ალოკაციას დასჭირდა მხოლოდ 3 დღე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე 46%ია მათი რიცხვი, ვინც პასუხს არ იძლევა ან გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია (შეგახსენებთ, არჩევნებამდე 5 დღეა დარჩენილი), რაც კვლევის არაკვალიფიციურობის უტყუარი ნიშანია. ისევე, როგორც ის გარემოება, რომ სრულიად სიმეტრიულადაა ალოკაციის შედეგად გადანაწილებული პროცენტები ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატებს შორის, რაც ასევე უკიდურესად საეჭვოა და პრაქტიკულად გამორიცხული. – წერს ცოტნე გამსახურდია
 
 

სიახლეები

ექიმი-ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება – პასუხისმგებელი რუსული ოცნებაა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში იმ საფრთხეების შესახებ წერს, რაც შესაძლოა...

“მომავალი ახალგაზრდებისაა” – დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების მშობლებიც უერთდებიან

თბილისში დაანონსებულ დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც უერთდებიან - რეჟიმის ტყვეების მშობლები "პირველებთან"...

ელექტროენერგიის მიწოდება კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის გამო შეიზღუდა – “საქართველოს ელექტროსისტემა”

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაზე"...

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა,როცა მოზარდი...