მთავარისიახლეებიპოლიტიკასპეციალური სიები ყალბდება - მარტო თბილისის სამგორის ოლქში სპეცსიები პირველ ტურთან...

სპეციალური სიები ყალბდება – მარტო თბილისის სამგორის ოლქში სპეცსიები პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით,

Published on

სპეციალური სიები – გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების კიდევ ერთი სქემაზე საუბრობს, რომლითაც, მათი მტკიცებით, ცესკო ხმებით მანიპულირებას ცდილობს.
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ ცესკო-მ სპეციალური სიები შეადგინა და ცდილობს, რომ იმ უბნებზე, სადაც ვაშაძე ლიდერობდა, მეორე ტურში ეს მონაცემები შეცვალოს.
 
ბეჟაშვილმა მაგალითად მოიყვანა სამგორის საარჩევნო ოლქი, სადაც, მისი მტკიცებით, დამატებით 1329 პოლიციელის და სამხედრო მოსამსახურის მობილიზება იგეგმება.
 
„მარტო თბილისის სამგორის ოლქში შექმნილია სპეცსიები და ეს სპეცსიები, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილი არის 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სამგორის ოლქში და პრაქტიკულად შეცვალონ ის შედეგები, რომელიც პირველ ტურში იყო.
 
„მარტო სამგორის საარჩევნო ოლქის 47-ე უბანზე დამატებული არის 146 სამხედრო მოსამსახურე, 84-ე უბანზე დამატებულია 402 სამხედრო მოსამსახურე, 83-ე უბანზე დამატებულია 613 სამხედრო მოსამსახურე, ჯამში, ეს რიცხვი შეადგენს 1329 ხმას და პრაქტიკულად შეუძლია, გადაწყვიტოს, შეცვალოს პირველი ტურის შედეგები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
 
ბეჟაშვილი მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს სამგორის საარჩევნო ოლქს.
 
„ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ცესკო-ს, თავი დაანებოს გაყალბების და ახალი სქემების შემუშავებას, მოგვცეს იმ სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელების სია, რომლებიც ჩასმულნი არიან სამგორის საარჩევნო ოლქში საარჩევნო მანიპულირებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მათი ადგილსამყოფელის და მათი სხვა ერთიან სიაში არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...