მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა - აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის...

საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა – აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი

Published on

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა.
 
ასე უპასუხა რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ჟურნალისტის“ შესაბამის კითხვას.
 
„გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
 
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...