მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის რუსეთის ოცნება ''- დამოუკიდებელი...

,,ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის რუსეთის ოცნება ”- დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრები გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებენ

Published on

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრები გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
 
უზენაესი საბჭოს 3 ყოფილი წევრი – ვახტანგ ცაგარეიშვილი, ბეჟან ჯავახია და რევაზ კემულარია, აცხადებენ, რომ 1989 წელს, როცა მათ ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს, იცოდნენ, რომ ბრძოლა რუსეთთან ხანგრძლივი და მძიმე იქნებოდა.
 
ყოფილი დეპუტატების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ რუსეთის კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედებაა საქართველოს წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილი კი რუსული პროექტი. ამიტომ დეპუტატები გრიგოლ ვაშაძეს ღიად უჭერენ მხარს და მის საარჩევნო კამპანიაშიც ერთვებიან.
 
"რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს ბოლო 6 წლის განმავლობაში, არავითარი უნიათო და არავითარი მხოლოდ ოლიგარქული მმართველობა არის, ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, ასეთი სახით არის ის წარმოდგენილი. ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის რუსეთის ოცნება. ამავე დროს, მათივე ნაწილი – პატრიოტზთა ალიანსი, მოსკოვში ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე უარს ამბობენ და აქედან არიან გასულები," – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1990-91 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა, ბეჟან ჯავახიამ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...