მთავარისიახლეებიპოლიტიკა„დასწიეთ ფასები!“, „არა კარტელურ გარიგებას!“ - თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლებმა საწვავის ფასი...

„დასწიეთ ფასები!“, „არა კარტელურ გარიგებას!“ – თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მძღოლებმა საწვავის ფასი გააპროტესტეს

Published on

თბილისში რამდენიმე ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა, მძღოლებმა საწვავის ფასი გააპროტესტეს და ამ მიზნით რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ვაჟა-ფშაველას გამზირი. საპროტესტო აქცია გაიმართა თამარ მეფის გამზირზეც, ნახევარი საათის განმავლობაში პიკკეტირებული იყო ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური.
 
ბენზინგასამართ სადგურებთან მოქალაქეებმა ტრანსფარანტები მიიტანეს, სახელწოდებით – „დასწიეთ ფასები!“, „არა კარტელურ გარიგებას!“
 
აქციას თბილისის ქუჩებში ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებები შეახსენეს:
 
„ეს არ არის ის ტარიფები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას 2012 წელს ჰპირდებოდა. ეს ადამიანი, თავის ხელის ბიჭებთან ერთად, არის გარიგებული კერძო ნავთობიმპორტიორებთან. თვითონ ადგენენ ამ საწვავის ფასს, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, მათ ჯიბეზე აისახება,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ გოროზიამ.
 
ოპოზიციის განცხადებით საწვავზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს, თუმცა, ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
 
„არსებობს იმის რესურსი, რომ საწვავზე ფასებმა დაიწიოს, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცუდ ეკონომიკურ მდგომაროებას, თუმცა, ამისთვის ქართულ ოცნებაში პოლიტიკური ნება არ არსებობს,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კოტე იოსელიანმა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...