მთავარისიახლეებიპოლიტიკა„20-მდე ბაზრობა სრულიად გაურკვეველი მიზეზით დაიწვა, არაფერია გამოძიებული“ - გრიგოლ ვაშაძე ყოფილი...

„20-მდე ბაზრობა სრულიად გაურკვეველი მიზეზით დაიწვა, არაფერია გამოძიებული“ – გრიგოლ ვაშაძე ყოფილი “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებს შეხვდა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ყოფილი ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და მცირე მეწარმეებს შეხვდა. მოვაჭრეებმა საპრეზიდენტო კანდიდატთან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე ისაუბრეს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, გამოუძიებელია საეჭვოდ დამწვარი ბაზრობების საქმეები და ხელისუფლება არც დაზარალებული ხალხის დასახმარებლად აკეთებს არაფერს:
 
„20-მდე ბაზრობა სრულიად გაურკვეველი მიზეზით დაიწვა, ვითომ, არაფერი გამოძიებული არ არის. ეს ხალხი, რომელიც ძლივს ინახავს ოჯახს აი, აქ ყოველდღიური მძიმე შრომით, ისედაც ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებული და მას შემდეგ კაციშვილს ხელი არ გაუნძრევია, რომ მათ დახმარებოდა.“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...