მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში 6 წლის წინ დაწყებული სახანძრო- სამაშველო სამსახურის დაუსრულებელი შენობის მშენებლობა...

ზუგდიდში 6 წლის წინ დაწყებული სახანძრო- სამაშველო სამსახურის დაუსრულებელი შენობის მშენებლობა გაგრძელდება

Published on

ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა 2019 წელს ექნება. მშენებლობის პროცესი ივლისში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ტენდერში შპს „იმერეთმა“ გაიმარჯვა, რომელთანაც უწყებამ ხელშეკრულება 31 ოქტომბერს დადო. სააგენტოს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შენობა მრავალფუნქციური იქნება და რეგიონულ სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს.შენობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს სამაშველო ვერტმფრენი.პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის და სახანძრო სამაშველო სამსახურისთვის შენობის მშენებლობა 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, როგორც პარტიაში აცხადებენ,  მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულებულიყო,თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტში აღნიშნული მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა, ოცნების ხელისუფლებამ ადგილობრივი ჩინოვნიკების ხელფასებზე, პრემიებზე და დანამატებზე დახარჯა. 
 

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...