მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს მინისტრი ზუგდიდში შეხვედრებს აგრძელებს, ამჯერად შეხვედრის ობიექტი მოსწალე-სპორტსმენები არიან

შსს მინისტრი ზუგდიდში შეხვედრებს აგრძელებს, ამჯერად შეხვედრის ობიექტი მოსწალე-სპორტსმენები არიან [Video]

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 2 კვირაზე მეტია, სამეგრელოში იმყოფება, წინასაარჩევნოდ შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან აქტიურად მართავს. მედიიისთვის ყველა ასეთი შეხვედრა დახურულია. დღეს გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად სპორტსმენებს შეხვდა, შეხვედრიდან გამოსული სპორტსმენები კამერებთან ყვებიან, რომ მინისტრი მათ დარბაზის აშენებას დაპირდა და იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც სპორტსმენებს აწუხებთ. სპორტსმენები შეხვედრაზე ტრენერებთან ერთად მოვიდნენ, სკოლის მოსწავლე-სპორტსმენები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს შეხვედრა არჩევნების გამოც დაიგეგმა. გიორგი  გახარია სამეგრელოში ყოფნის პერიოდში ასევე შეხვდა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე მცირე მეწარმეებს – ფერმერებს, თხილის ქარხნის თანამშრომლებს, პედაგოგებს. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ პირველი ტურის მარცხის შემდეგ ხელისუფლება ყველა მანიპულაციით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას  და „ჩახუტებულია“  ავტორიტეტებს, ე.წ. ძველ ბიჭებს.

 

 

 

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...