მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პორტში აფრთხილებენ ყველა თანამშრომელს, რომ ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცენ ხმა“ - ოპოზიცია ზეწოლაზე...

“პორტში აფრთხილებენ ყველა თანამშრომელს, რომ ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცენ ხმა“ – ოპოზიცია ზეწოლაზე საუბრობს

Published on

ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევა ფოთში – “გაერთიანებული ოპოზიციის” საარჩევნო შტაბში ანონიმური წერილი გაასაჯაროვეს, სადაც ნათქვამია რომ ფოთის პორტის თანამშრომლებს აიძულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარი დაუჭირონ.წინააღმდეგ შემთხვევაში პორტის თანამშრომლებს სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. წერილი ავტორმა გაერთიანებული შტაბის ოფისში დატოვა.„ჩამოართვეს ყველას პირადობები, ჩაიწერეს მონაცემები და პორტში აფრთხილებენ ყველა თანამშრომელს რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცენ ხმა,“ – ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გრიგოლ ვაშაძის ფოთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დარეჯან ცხვიტარია.ამ თემასთან დაკავშირებით ფოთის საზღვაო ნავსადგურში კომენტარს არ აკეთებენ.

სიახლეები

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...