მთავარისიახლეებიპოლიტიკა„პატრიოტთა ალიანსის" 11 წევრმა პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა

„პატრიოტთა ალიანსის” 11 წევრმა პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა

Published on

სანამ  მოსკოვში ,,პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერები '' საქართველოს გაერთიანების მოტივით  ოკუპანტებს და სეპატარისტებს ეკურკურებიან, აქ პარტია ეშლებათ.
 
„პატრიოტთა ალიანსის" შუახევის ორგანიზაციის  11 წევრმა პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. ამის შესახებ ერთმა მათგანმა ბეგლარ ფუტკარაძემ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ოფისში გააკეთა. 
 
ბეგლარ ფუტკარაძემ პარტიიდან მისი და თანაგუნდელების წასვლის მიზეზად „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთთან კავშირი და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა დაასახელა.
 
"პარტიის არასწორმა და გამოუსწორებელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავტოვოთ „პატრიოტთა ალიანსი“ და შევუერთდეთ გაერთიანებულ ოპოზიციას ,,ძალა ერთობაშია“. ჩემთან ერთად პარტა დატოვა 10-მა ადამიანმა, მათ ამჟამად უამინდობის გამო, ვერ შეძლეს ჩამოსვლა. მათ უარი თქვეს, რომ დღეს დაგეგმილ „პატრიოტთა ალიანსის“, სინამდვილეში კი „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიიღონ. მოვუწოდებ, ჩემს უკვე ყოფილ თანაგუნდელებს, დროა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება", – განაცხადა ფუტკარაძემ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...