მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბთან უკანონო თვალთვალისთვის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი დააკავეს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბთან უკანონო თვალთვალისთვის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი დააკავეს [Video]

Published on

გაერთიანებული შტაბის ზუგდიდის ოფისთან შტაბის წევრებმა საეჭვო მანქანა დააკავეს, რომელიც როგორც შტაბის უფროსი ანა წითლიძე აცხადებს, რამდენიმე საათია დგას შტაბთან და ფოტოსა და ვიდეოს უღებენ ადამიანებს, რომლებიც შტაბში შედიან. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი წითლიძის თქმით, არის ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი ნიკა მაქაცარია. მაქაცარია კითხვას, არის თუ არა ააიპ-ის თანამშრომელი, თავს არიდებს. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დიმიტრი ძიმცეიშვილი. ისინი ამბობენ, რომ არიან სააგენტო „მეველეს“ თანამშრომლები  და ჟურნალისტები, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რა დავალებას ასრულებენ ისინი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცავებმა სამივე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. „ეს არის უკანონო თვალთვალი, ესენი ამბობენ, რომ არიან რაღაც გაურკვეველი სააგენტოს წარმომადგენლები და ეს სააგენტო დაკომლექტებულია ქართული ოცნების მხარდამჭერებით. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, მოეშვან პროვოკაციებს და მივმართავ შსს მინისტრს, ბ-ნო გახარია, კეთილი ინებეთ და რომ ამბობთ, წესრიგის დსასაცავდ ვარ ჩამოსულიო, მიხედეთ ამ ფაქტებს“- განაცხადა ანა წითლიძემ. ნიკა მაქაცარია ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის მართვის ცენტრის თანამშრომელია

 

 

 

 

 

 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...