მთავარისიახლეებიპოლიტიკა"CAMEL," "Kent" და "Sobranie" - ბიზნესის რეკეტის მსხვერპლი სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიაა

“CAMEL,” “Kent” და “Sobranie” – ბიზნესის რეკეტის მსხვერპლი სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიაა

Published on

ბიზნესის რეკეტის ახალი ფაქტი – მსხვერპლი კვლავ სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიაა. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე განხორციელებულ ტერორის შესახებ ინფორმაცია ”კურიერს” თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახმა მიაწოდა.
ბიზნესმენი კომპანია ”ელიზის” მფლობელია, რომელიც ქართულ ბაზარზე სიგარეტის მსხვილი ბრენდების დისტრიბუციას ახდენს, მათ შორისაა "CAMEL," "Kent" და "Sobranie." ელიზბარაშვილის ოჯახის წევრისგან მიღებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენს „ქართუ ბანკში“ ფულის მიტანას სთხოვენ. საუბარია მილიონობით ლარზე. დავალება ელიზბარაშვილმა და სხვა ბიზნესმენებმა საიდუმლო თათბირზე „ქართუს“ მაღალჩინოსნისგან მიიღეს.
 
ბიზნესმენის ცოლმა დააკონკრეტა მხოლოდ იმ პირის სახელი, ვინც „ქართუ ბანკიდან“ რეკავს და ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათას ლარის შეტანას სთხოვს. თანხის ოდენობა კი არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაორმაგდა. "კურიერმა" შეხვედრის დეტალებთან დაკავშრებით თამაზ ელიზბარაშვილთან გასაუბრება სცადა, თუმცა „ელიზის" დამფუძნებელი ამ ეტაპზე საჯარო ინტერვიუსგან თავს იკავებს.
 
ელიზბარაშვილის ოჯახის განცხადებას და ბიზნეს რეკეტის სქემას ეკონომიკის მინისტრი აბსურდულად აფასებს. გიორგი ქობულია დარწმუნებულია, რომ ინფორმაციის გასაჯაროება წინასაარჩევნო სპეკულაციაა.
 
ელიზბარაშვილის ოჯახის განცხადება ბიზნეს რეკეტთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი ბიზნესმენების ფულის მობილიზებას შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის კრედიტების დასაფარად ახდენს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...