მთავარისიახლეებიპოლიტიკაამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი პროექტი - მთავრობა 9 ნოემბერს, დევნილების 904 ოჯახისთვის...

ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი პროექტი – მთავრობა 9 ნოემბერს, დევნილების 904 ოჯახისთვის საცხოვრებელ ფართს გამოყოფს

Published on

ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი პროექტი – წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობა 9 ნოემბერს, დევნილების 904 ოჯახისთვის საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დახურულ შეხვედრაზე ”კურიერი” არ შეუშვეს თუმცა, პარტიის აქტივისტებმა დაადასტურეს, რომ მურად აბლოთია მათ არჩევნების მეორე ტურის წინ ბინებით უზრუნველყოფას დაჰპირდა.

დახურული შეხვედრების შემდეგ, დევნილები და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდნენ. 

არჩევნების მეორე ტურის წინ დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების გადაცემა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მთავრობის 9 ნოემბერის განკარგულებით ირკვევა, რომ ხელისუფლებამ ერთ დღეში 904 ოჯახი დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც ეს ხალხი წლობით რიგში იდგა და სამინისტრო ფართების გადაცემაზე უარს ეუბნებოდა.

მთავრობის განკარგულების გამოცემამდე 1 დღით ადრე კი სერგეენკოს უწყებამ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა და თბილისში ჩიქობავას 8 ნომერში არსებული ფართების იქ მცხოვრები დევნილებსითვის გადაცემა ითხოვა. უკვე 9 ნოემბერს ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა.

მაშინ, როდესაც მინისტრის მოადგილე ზუგდიდში დევნილ მოსახლეობას სამომავლო გეგმებს აცნობდა, სალომე ზურაბიშვილი მედიისგან ფარულად გორში იმ დევნილებს შეხვდა, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ფართები დაუკანონა.

ამომრჩევლის არაპირდაპირ მოსყიდვას უწოდებენ არასამთავრობო სექტორში 1000-მდე ოჯახისთვის ბინების წინასაარჩევნო პერიოდში გადაცემას.

ამომრჩეველზე გავლენის მოხდენა, არაპირდაპირი მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – სავარაუდოდ, ყველა ეს ფაქტი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში ამ ფორმულირებით მოხვდება. მანამდე კი, ისინი შესაბამის სტრუქტურებსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებენ.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...