მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში გდი-ს ყოფილი უფროსი დაჭრეს

ზუგდიდში გდი-ს ყოფილი უფროსი დაჭრეს [Video]

Published on

ზუგდიდში გდი-ს ყოფილი უფროსი ბაკურ გულუა დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ამ წუთებში დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, გულუას ყოფილმა თანამშრომელმა ქალაქის ცენტრში ესროლა. რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, შემოყვანილია პაციენტი, რომელიც ბარძაყის არეშია დაჭრილი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა რუსთაველის ქუჩაზე, აფხაზეთის შტაბის წინ ატყდა, სავარაუდოდ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა და დაპისრისპირებულები აფხაზეთის შტაბიდან გამოვიდნენ, სწორედ ამ დროს ატყდა სრლა რა დროსაც ორივე მათგანი დაიჭრა.

 

 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...