მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის 6 პუნქტიანი გეგმა

საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის 6 პუნქტიანი გეგმა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გადაცემა "არჩევანში" იმ სისტემურ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისას უნდა განხორციელდეს. 
 
საპრეზიდენტო კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, 6 პუნქტიანი გეგმა აქვს. 
 
1. კოალიციური მთავრობა, 2. საარჩევნო სისტემის რეფორმა, 3. სასამართლოს რეფორმა, 4. კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა, 5. ბრძოლა სიღარიბესთან და 6. საბანკო სისტემის რეფორმა. 
 
ვაშაძე ამბობს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქის დაკვეთას შეასრულებენ.
 
„ჩემთვის, პირადად, მთავარი მიზეზი რატომ ვარ ამ კამპანიაში, უპირველეს ყოვლისა არის ჩემი მეგობრების ნდობა, ის დაკვეთა საქართველოს მოქალაქისგან და რაც მთავარია, საქართველო აღარასდროს აღარ იყოს ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნების სიაში, არასოდეს აღარ იყოს იმ ქვეყნების სიაში, სადაც პრესა ნაწილობრივ თავისუფალია. ჩვენ შეგწვევს ძალა, გვქონდეს სრულფასოვანი დემოკრატია,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისის პირველი ნაბიჯია. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყველანაირი წარმატება პირველ რიგში პოლიტიკურ რეფორმებზე გადის. მისი თქმით, თუკი ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია, საუბარი სიღარიბის დაძლევაზე, ზედმეტია.
 
„აუცილებელია, რომ ოპოზიციას ჰყავდეს ერთი მინისტრი მაინც კაბინეტში, ისე როგორც ეს რამდენიმე  ჩვენი მოკავშირე ქვეყნის პოლიტიკურ ტრადიციაშია,“ – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
 
პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ სიღარიბესთან ბრძოლა გაერთიანების პრიორიტეტია.
 
„კაპიკია იქნება ყველაფრის ფასი, თუ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენ არ მიგვიყვანა იქამდე, რომ ბანკები გადაიქცნენ ნამდვილ ფინანსურ ინსტიტუტებად და მოქალაქე განთავისუფლდეს იმ კატასტროფული ვალის უღელიდან, რომელიც მას კისერზე აწევს… 
 
„ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ პრაქტიკაზე, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო გაკეთებული, იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ერთხელ და სამუდამოდ აღმოეფხვრად უნდობლობა სასამართლოს მიერ, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლები,“ – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...