მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სამი ჭრილობა აქვს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ონში, ის სიკვდილს ებრძვის" -...

“სამი ჭრილობა აქვს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ონში, ის სიკვდილს ებრძვის” – ნიკა მელია

Published on

ხელისუფლების ძალმომრეობითი პოლიტიკა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები და მათთან დაკავშირებული კრიმინალები და  თავზეხელაღებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სულ უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს, რაც გამოიხატება მძიმე შედეგებში,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ  ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა.
 
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნოდარ ბურდილაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, კახა ისაკაძემ და გია მეტრეველმა დაჭრეს. ოპოზიციის წარმომადგენელის ინფორმაციით, ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
 
„გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ბურდილაძე იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი, კახა ისაკაძე და გია მეტრეველი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ოჯახის უფროსს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და "ქართული ოცნების" ორმა კრიმინალმა აქტივისტმა უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ცივი იარაღით მუცლის არეში. სამი ჭრილობა აქვს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ონში. მძიმე მდგომაროებაში გახლავთ იგი. დაზიანებული აქვს კუჭი და ელენთა და ის ვიდრე მე ვსაუბრობ, ებრძვის სიკვდილს,“- აღნიშნა ნიკა მელიამ.
 
ნიკა მელიას თქმით, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია დროულად არ მივიდა, რის გამოც ბურდილაძე იძულებული გახდა, თავდ წასულიყო საავადმყოფოში. მელიას ინფორმაციით, ავტომობილის მართვის დროს მან გონება დაკარგა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ის ფეხით მივიდა ონის საავადმყოფოში.
 
„ონის საავადმყოფოში იგი გააფორმეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული, პარალელურად, მყარდებოდა კონტაქტი "ქართული ოცნების" ონის მერთან, ემზარ კაპანაძესთან, რომელიც გახლავთ ქალაქ ონში იგივე პერსონა, რაც არის ენზელ მკოიანი ახალქალაქში. ის გახლავთ შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...