მთავარისიახლეებიპოლიტიკანანუკა ჟორჟოლიანი: "გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას. ვაშაძისთვის...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას. ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა, იციან ქოცებმა და ამიტომაც “დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას”

Published on

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
 
"გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას. ჩემი მხრიდან მიზებზე საუბარი იქნება უკიდურესად არასწორი. მაგრამ ნიკამ იცის ეს მიზეზები და ისიც, რომ ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა. ისევე როგორც იციან ქოცებმა და ამიტომაც “დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს.
 
მეც ძალიან გავბრაზრდი, როცა მივხვდი სად ისროდა ქვებს ზურაბიშვილის ბიჭი. ამიტომაც არ მიკვირს ნიკას გუშინდელი რეაქცია. მე, უარესი მქონდა და ვინც მიზეზს გაიგებთ, კიდევ უფრო უარესი გექნებათ. თორემ, სხვის პირადზე რომ არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ და გვარამიამ იცის, რომელსაც ნახევარქათამას სარეკლამო და მუსიკალურ კლიპებში ეძანიან. ნიკას ორივე შვილი ზუსტად ისე უყურებს ამბავს “ნახევარქათამა” მამაზე, როგორც სალომე მის შვილს უყურებდა, როცა ვაშაძის ბიჭს “დოღზე” ითხოვდა, მაგრამ პროტესტი არ გასჩენია. არც ქალური, არც დედური.
 
იქნებ, ერთხელაც ისე გავბრაზდეთ რომ ერთმანეთის პირადი სივრცეები წინასაარჩევნოდ კი არა, საერთოდ დავივიწყოთ, ოღონდ ყველამ.ორივე მხარემ.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...