მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა კუკავა, აკაკი ასათიანი და გოჩა ჯოჯუა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს...

კახა კუკავა, აკაკი ასათიანი და გოჩა ჯოჯუა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერენ

Published on

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური წინ, ახლა მთავარი ინტრიგაა დაუჭერენ თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს ის არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები არ არიან.
 
”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, კანდკახა კუკავა "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ის და მისი პარტია სალომ ზურაბივილს მხარს არ დაუჭერს.
 
"ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოერე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დავუჭერთ. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებითვის მზადებას აქტიურად ვიწყებთ"- განაცხადა კუკავამ. 
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარს ამბობს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გოჩა ჯოჯუაც. მისი განცხადებით, პარტია საპრეზიდენტო არჩევნების ბრძოლაში არ ერთვება, თუმცა ჯოჯუამ "ნიუპოსტს" განუცხადა: "იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, მზად ვართ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რათა შეიცვალოს კონსტიტუცია და საარჩევნო გარემო".
 
პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს "ტრადიციონალისტთა კავშირის" ხელმძღვანელი აკაკი ასათიანი. ის არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ხარს არ დაუჭერს.
 
"არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს არ დავუჭერ, თუმცა არა იმიტომ რომ მე მათ პიროვნბების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. უბრალოდ პარტია სწორებას საპარლამენტო არჩევნებისთვის აკეთებს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" აკაკი ასათიანმა. 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...