მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპელმა დეპუტეტებმა საქართველოს ხელისუფლებას წითელი ბარათი აჩვენეს - მიხეილ სააკაშვილი

ევროპელმა დეპუტეტებმა საქართველოს ხელისუფლებას წითელი ბარათი აჩვენეს – მიხეილ სააკაშვილი

Published on

ევროპელმა დეპუტეტებმა საქართველოს ხელისუფლებას წითელი ბარათი აჩვენეს – ასე შეაფასა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტზე გამართული მწვავე დებატები მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით დეპუტატებმა ყველა იმ პრობლემურ საკითხზე დასვეს კითხვები, რაც საარჩევნო გარემოს უკავშირდება და რაზეც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აქტიურად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები."ევროპარლამენტში ახსენეს ოლიგარქი არაერთხელ, ხმების მოსყიდვა, არჩევნების და ხმების ყიდვა და ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა, რაც არის პირდაპირი გაყალბება არჩევნების. ერთი სიტყვით ყველაზე მძიმე ცოდვები, რაც შეიძლება იყოს ევროპელის თვალში, რაც ხდება საქართევლოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ გამოიღვიძა, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა ოლიგარქ ივანიშვილს, ამ ქურდბაცაცას, ამ ხმების ქურდს, არ მოაპარინებს ქართველი ხალხის არჩევანს. ყველაზე წამყვანი ევროპარლამენტარები და კომიტეტის თავმჯდომარე, მაკკალისტერი საუბრობდა ამაზე. მე ესეთი გაფარჩაკებული საქართველო არ მინახავს ამ შენობაში. გითხრათ რომ ეს მიხარია? – არ მიხარია, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო ამოწეული და ყოფილიყო მსოფლიო რადარზე, მთელ მსოფლიოს გაეცნო. სამარცხვინო იყო საქართველოს მთელი მთავრობა, სამარცხვინო იყო ეს ე.წ. მინისტრი, რაც მთავარია დიდი სირცხვილი არა ჩვენს ქვეყანას, არამედ ივანიშვილს და მის დამქაშებს. მათი დრო საქართველოში იწურება და დღეს ევროპამ მათ ნათლად აუნთო წითელი ბარათი და წითელი შუქი,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...