მთავარისიახლეებიპოლიტიკათეიმურაზ გორჯესტანი, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს დედის საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ...

თეიმურაზ გორჯესტანი, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს დედის საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს

Published on

ქართული ოცნების" შავი პიარის სპეციალისტების მიერ წინასწარ გაწერილი სცენარით გათვალისწინებული კიდევ ერთი სვლა – ასე აფასებენ სახელისუფლებო კანდიდატის პოლიტიკური ოპონენტები, სალომე ზურაბიშვილის შვილის ინიციატივას, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის ვაჟი დებატებში გამოიწვია. თეიმურაზ გორჯესტანმა ამის შესახებ განცხადება, სტუდენტებთან გააკეთა, სადაც ის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დედას ახლდა.
 
მან თქვა, რომ სურვილი აქვს ნოდარ ვაშაძესთან ერთად კულტურასა და ქართულ ენაზე ისაუბროს.
 
მისი ამ გამოსვლის შემდეგ ტაში და დედის რეპლიკა სცენარით, წინასწარ იყო გაწერილი. შვილის გამოსვლით კმაყოფილმა სალომე ზურაბიშვილმა თემურაზ გორჯესტანს საქართველოს პრეზიდენტობაც უწინასწარმეტყველა.
თეიმურაზ გორჯესტანი დღეს დედასთან ერთად გამართული შეხვედრით წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო.  მისი პოლიტიკური აქტივობით კი კანონი ირღვევა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს.
 
შეეხება თუ არა კანონი "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის შვილს და დაეკისრება თუ არა მას შესაბამისი პასუხისმგებლობა, მისთვის უცხო ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. ცესკო კი ამ დრომდე დუმს.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...