მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამიამ მიმოწერა გაასაჯაროა, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს...

ნიკა გვარამიამ მიმოწერა გაასაჯაროა, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს შორის შედგა.

Published on

„კვირის აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ მიმოწერა გაასაჯაროა, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს შორის შედგა. გზავნილში ელიზბარაშვილის მეუღლე ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევას და ბიზნესის დარეკეტებაზე საუბრობს. მიმოწერა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ითხოვს, რომ ელიზბარაშვილი და მისი მეუღლე პროკურატურამ დაკითხოს და უწყებამ ეს საქმე გამოიძიოს. „დღეს ბიზნესმენები დაიბარეს „ქართუში“ და დამატებითი ხარკი უნდა იხადოს, გაორმაგდაო, გვითხრეს, ხვალ თათბირია მგონი და აფეთქდებიან, ალბათ, ბანკის სესხების დაფარვას რომ შეპირდა ხალხს, ისევ ხალხის ფულით აპირებს. „20 მილიონი 10 დეკემბრამდე მოიტანეთო, დღეს შეხვდა ვიღაც „ქართუდან“, არ გვაქვსო, ამათ უთხრეს, ფიზიკურად ვერ გადავიხდითო და გრძელვადიან სესხებს გაგაკეთებინებთ თიბისი ბანკიდან. ბევრი ბიზნესმენი იყო დაბარებული. „ვინმე მურმანი რეკავს, ერთი დღეც თუ დააგვიანდათ იმის მიტანა, რასაც იხდიან, 300 ათასი ჩემოდნით ექნებათ მოსატანიო,“- წერს თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლე მიმოწერაში.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...