მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

Published on

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნება.
 
"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება, თუმცა გაუარესებული არ არის. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, შესაბამისად, კონტაქტური არ არის. აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დაჟეჟილობა", – განაცხადა ექიმმა.
 
მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ, ყვარელში ავარიაში მოჰყვა..

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...