მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ დავასახელეთ კონკრეტული ადამიანები, ადგილი, სადაც ჩატარდა თათბირი და ადგილები, სადაც იგეგმებოდა...

ჩვენ დავასახელეთ კონკრეტული ადამიანები, ადგილი, სადაც ჩატარდა თათბირი და ადგილები, სადაც იგეგმებოდა მოწმობების დაბეჭვდა“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ

Published on

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა მთავარი პროკურატურა დატოვა.
 
როგორც გიგაურმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც პროკურატურას შესაძლებლობას აძლევს გამოძიება ეფექტურად წარმართოს.
 
გიგაურის განცხადებით, გამომძიებლებმა ჰკითხეს, ხომ არ სურდა წყაროს ვინაობის გამხელა, რაზეც გიგაურმა აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად მათ ჰქონდათ უარის თქმის უფლება და ეს უფლება გამოიყენეს. ეკა გიგაურის განცხადებით, მათ გამოძიებისთვის ახალი არაფერი უთქვამთ, ვინაიდან მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გავრცელებულ განცხადებაშივეა აღნიშნული.
 
მისივე განმარტებით, გამომძიებლები ასევე დაინტერესდნენ, მოხდა თუ არა არასამთავრობო სექტორისგან წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, რაზეც გიგაური აღნიშნავს, რომ ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით, განცხადება სწორედ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გავრცელდა.
 
„მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც გვიწერია განცხადებაში. ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. გვკითხეს, გვაქვს თუ არა სურვილი დავასახელოთ წყარო, რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით კანონის შესაბამისად. მათ ასევე აინტერესებდათ, რა გარემოებებში მივიღეთ ინფორმაცია, გადავამოწმეთ თუ არა ამ ინფორმაციის ნაწილი, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციის ნაწილი გადავამოწმეთ და ამის გამო გავაკეთეთ განცხადება. თუ არის უნდობლობა აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თვითონ გადაამოწმონ, ვინაიდან ისინი არიან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები. ამავდროულად, ჩვენ დავასახელეთ კონკრეტული ადამიანები, ადგილი სადაც ჩატარდა თათბირი და ადგილები, სადაც იგეგმებოდა მოწმობების დაბეჭვდა“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...