მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიძინა ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ ამ არჩევნებში შესაძლოა ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს'' -...

,,ბიძინა ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ ამ არჩევნებში შესაძლოა ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს” – გიორგი ვაშაძე

Published on

,,ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლებისა და არაფორმალური მმართველობის დასრულების საფრთხე დაინახა. – მან პირველად აღიარა იმის შესაძლებლობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შესაძლოა ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს''.- განაცხადა გიორგი ვაშაძემ ,,ნიუპოსტთან'' საუბარში ბიზინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას. 
 
"პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი – მან პირველად აღიარა, რომ ამ არჩევნებში შესაძლოა ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
მეორე – ივანიშვილი გაუგებარი მიზეზებით ხსნის იმ უბედურებას, რაც ქვეყანაშია.
მესამე – ბატონი ივანიშვილი კვლავ სხვებზე გადაბრალების რეჟიმშია: ან ოპოზიციის ბრალია ყველაფერი, ან კვლევის ჯგუფის, ის საკუთარ თავში ყველაზე ნაკლებად ეძებს პრობლემას – გუნდის ბრალიც არის, თუმცა პერსონალურად მისი ბრალი არაფერია.
მეოთხე – ეს ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლებისა და მისი არაფორმალური მმართველობის დასასრული დაიწყო და ფიქრობს რაღაცნაირად გამოძვრეს ამ მძიმე სიტუაციიდან. საგულისხმოა ისიც, რომ გადაცემა ჩანაწერი იყო, პირდაპირ ეთერს გაექცა, რომ საუბრისას შეცდომები აღარ დაეშვა"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
მისი თქმით, ივანიშვილის განცხადება შესაძლო დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, მოსახლეობის დაშინებას ემსახურებოდა.ექსპრემიერი ჩავარდნას ყველას და ყველაფერს აბრალებს, საკუთარი თავის გარდა.
 
"ის ცდილობს მოსახლეობა დააშინოს. იმაზე ცუდი მდგომარეობა, რაც ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არის, ამაზე რთული მდგომარეობა უბრალოდ წარმოუდგენელია. გაჩერებულია ყველაფერი და უკან მიდის. ყოველდღიურად ვკარგავთ სამუშაო ადგილებს, თუნდაც ამიტომაა ახალი ინიციატივები საჭირო. განცხადებები, რომ გრიგოლ ვაშაძე თითქოს ვერ გახდება პრეზიდენტი, ნიშნავს იმას, რომ მომავალში "გააპრავონ" ის გაყალბების მექანიზმი, რომელსაც ისინი ამუშავებენ. ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო სექტორის განცხადებას ყალბი პირადობების დამზადებასთან დაკავშირებით, ვხედავთ პირადობის მოწმობების გაქირავებას, რომელსაც აწარმოებს "ქართული ოცნება", ვხედავთ რაიონებში ადამიანების პირდაპირ მოსყიდვას და ვხედავთ იმ ტყუილს, რომელიც თითქოს ვალების ჩამოწერას ეხება. ეს არის დიდი ტყუილი და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვა, რასაც ივანიშვილი თავისი ფულით და ფონდის მეშვეობით აკეთებს. ეს ინიციატივა არანაირ 600 000 ადამიანზე არ გავრცელდება და ეს ტყუილი არის იარაღი, რომელიც მის ხელშია დარჩენილი. მომავალზე საერთოდ არ საუბრობენ რას გააკეთებენ, არანაირი ხედვა, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ერთადერთი რაც ფიქრობენ: გავაყალბებთ, მოვისყიდით და იქნება როგორმე შედეგზე გავიდეთ"- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
 
გიორგი ვაშაძე "ფსიქოპროექტის" მიერ, არჩევნების პირველ ტურში ჩატარებულ კვლევაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს ეკუთვნის და დაიწერა ის შედეგები, რომელიც ოლიგარქს ესიამოვნებოდა.
 
"როცა "ბიგვავა პროდაქშენზე" ვამბობდით, რომ ის საერთოდ კანონგარეშეა, "ქართული ოცნება" ყელმოღერებით გვეუბნებოდნენ, რომ საუკეთესო პროფესიონალებთან ჰქონდათ საქმე. ამ შემთხვევაშიც ივანიშვილი გადაბრალების პოლიტიკას ეწევა და რატომ – "ფსიქოპოროექტი" ყოფილი პრემიერის მრჩეველს, კონსულტანტს ეკუთვნის, და ივანიშვილმა რეალური სურათი ძალიან კარგად იცოდა. ეს კვლევები რეალურად იყო ფურცელზე დაწერილი ის ციფრები, რაც მას უნდოდა ენახა. ახლა კი მისი შეცდომების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს. ისინი რატომღაც ფიქრობდნენ, რომ ადმინისტრაციული რესურსით და გაყალბების მექანიზმებით 52%-ის დადებას შეძლებდნენ. საბოლოოდ ეს ვერ შეძლეს, რადგან ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო და მეორე – ჩვენ ძალიან ბევრი კონტრმექანიზმი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მათ მასობრივი გაყალბება ვერ მოეხერხებინათ. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში გადავუკეტეთ მათ გაყალბების გზები და ამიტომაც ყველა დიდი ქალაქი მოიგო გრიგოლ ვაშაძემ. აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ ბევრი ბიულეტენი გააყალბეს, თუმცა ჩვენ ვემზადებით, რომ ამის საშუალება ხელისუფლებას მეორე ტურში არ მივცეთ"- განმარტა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...