მთავარისიახლეებისამართალი"ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე დამაბრალეს, არადა ისინი ორმა უცხო მამაკაცმა...

“ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე დამაბრალეს, არადა ისინი ორმა უცხო მამაკაცმა მოკლა ჩემს თვალწინ” – აცხადებს მალხაზ კობაური

Published on

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა, 22 ნოემბრამდე გადაიდო.
 
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, რომლებიც სასამართლომ დასაშვებად ცნო. ჩვენ ვითხოვდით აღნიშნული მტკიცებულებების საერთოდ მოხსნას, რადგან ისინი კანონის დარღვევით არის მოპოვებული. მაგრამ სასამართლომ სამწუხაროდ ჩვენი მოთხოვნა  არ გაიზიარა –  აცხადებს   კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
 
მისი თქმით შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს შეეხება მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, ასევე სამედიცინო ექსპერტიზას.
 
როგორც მალხაზ კობაურის ბრალდების საქმის პროკურორმა, არჩილ ბედუკაძემ განაცხადა, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე, თუმცა, ეს უსაფუძვლო იყო და სასამართლომ არ გაიზიარა.
 
მისივე განმარტებით, სასამართლომ ასევე განიხილა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ძალაში დატოვა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. ,,ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ყველა ის გარემოება, რაც აღკვეთი ღონისძიებისას იყო, ისევ ძალაშია და უფრო მეტიც, მას ბრალდება დაუმძიმდა. დაემატა ბრალში გაუპატიურების, 137-ე მუხლი და შესაბამისად, მოვითხოვეთ პატიმრობის ძალაში დატოვება, რაც ასევე დაკმაყოფილდა", – განაცხადა პროკურორმა.-  საქმეში ახალი, დამატებითი მტკიცებულებებია, თუმცა ის საქმის არსებით განხილვამდე აღნიშნული მტკიცებულებების შესახებ არ საუბრობს. "რა თქმა უნდა, დამატებითი მტკიცებულებებია მოპოვებული და შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, ბრალი დამძიმებოდა. კონკრეტულად მტკიცებულებებზე ვერ ვისაურებ, ეს არსებით სხდომაზე განიხილება", – აღნიშნა ბედუკაძემ..

 
რაც შეეხება ბრალდებულს, იგი თავს დამნაშავედ არ ცბობს და ზეწოლაზე საუბრობს. 
 
"ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე დამაბრალეს. რაც შეეხება იმას, ცხედრების ადგილი საიდან ვიცოდი, ვეძებე და ქალი და ბავშვი ასე ვიპოვე. თავიდან
 
ჩემი ნებით ვეხმარებოდი გამოძიებას, სანამ არ დამიწყეს დაშინება და მუქარები. შემდეგ უკვე, როგორც თვითონ უნდოდათ, ისე აკეთებდნენ ყველაფერს, მე არც კი მეკითხებოდნენ“, – აცხადებს მწყემსი.
 
შეკითხვაზე, სად იმყოფებოდა შემთხვევის დროს, ბრალდებულის თქმით, ჩანჩქერზე ბანაობდა.
 
„მე ჩანჩქერზე ვბანაობდი. მერე ორი უცხო კაცი მოვიდა და რაიან სმიტთან და მის შვილთან მიმიყვანეს. კაციც და ბავშიც ჩემი თანდასწრებით მოკლეს. ქალი არ ვიცი, სადღაც წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე უცხო პირები იყვნენ და მათგან ორის ამოცნობა შემიძლია, დანარჩენის გამიჭირდება. ბავშვი და კაცი ვინც მოკლა, მათი ამოცნობა შემიძლია. ფოტორობოტის შექმნაშიც შემიძლია დახმარება“, – აღნიშნავს ბრალდებული..
 
 
 
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...