მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გმირი სამხედროს გია ცერცვაძის დაკრძალვაზე არ ყოფილან

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გმირი სამხედროს გია ცერცვაძის დაკრძალვაზე არ ყოფილან

Published on

ქართველი სამხედრო, ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე დაკრძალეს. საქართველოსა და უკრაინის ომის გმირი გორში სამოქალაქო სასაფლაოზე დაასაფლავეს. პანაშვიდები გორში სამების სახელობის ტაძარში გაიმართა.გია ცერცვაძის დაკრძალვას რიგითი ჯარისკაცები და სხვადასხვა სამხედრო ჩინის მქონე ყოფილი სამხედროები დაესწრნენ.დაკრძალვაზე არ ჩასულა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი მათ შორის არც თავდაცვის მინისტრი და არც თავდაცვის სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსანი.თავდაცვის სამინისტრომ ოჯახს გმირი სამხედროს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვაზე უარი უთხრა.გია ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გია ცერცვაძე ლიმფომის მძიმე ფორმის დიაგნოზით ერთი წლის განმავლობაში კიევში მკურნალობდა. მან მკურნალობის კურსის ჩატარება ევროპის ქვეყნებში ვერ შეძლო, რადგან რუსეთის ფედერაცია წითელი ცირკულარით ეძებდა.საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო. ის მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ყველა მოვლენის თვითმხილველი იყო, სწორედ ამიტომ, გია ცერცვაძის თავიდან მოშორება რუსეთის ნომერ პირველ ამოცანად იქცა.
ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედრო პირი და სპეცდანიშნულების გამოცდილი თანამშრომელი 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა, გათავისუფლების მიზეზები კი არ აუხსნეს. 2017 წლის იანვარში მთელმა მსოფლიომ გაიგო, როგორ გაუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსეთის მიერ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ქართველი სამხედრო, ისე რომ არ გააფრთხილეს, რომ მას რუსეთი ეძებდა. 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...