მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია ხალხის ნაცვლად კრიმინალებს და კანონიერ ქურდებს ჩაეხუტა"- მურთაზ...

“შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია ხალხის ნაცვლად კრიმინალებს და კანონიერ ქურდებს ჩაეხუტა”- მურთაზ ზოდელავა [Video]

Published on

„ეგზეკუციას ახდენენ, გახარია გადააქციეს ჯანყარაშვილად, "მაყურებლების" მინისტრად“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ სამეგრელოში ამომრჩეველზე ზეწოლასთან დაკავშირებით.
მურთაზ ზოდელავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა კონკრეტული ფოტოები და თქვა, რომ შს მინისტრი არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. ავტორიტეტებს იყენებს და მათ ადმინისტრაციული შენობის კარი გაუხსნა. 
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ ე.წნ ნარკომანებსა და ყოფილ მსჯავრდებულებს ხმების სანაცვლოდ წვანე შუქი აუნთო. „ცხაკაია არის ზუგდიდში მაყურებელი და არის ვინმე მანჩო ქარჩავა, რომელიც არის ხობის მაყურებელი. ეს ორი ადამიანი გააქტიურდნენ და გაააქტიურეს ისინი უშუალოდ გახარიას დავალებით. აი, აქ არის კაკავა, ეს არის გახარიას მიერ დანიშნული სუბიექტი, რომელიც ცხოვრობს, გადმოცხოვრდა სამეგრელოში და ყველა ეს ბანდიტები, ქურდები, მომპარავები და მაყურებლები, რომელთა მობილიზიბაც მოახდინეს. ზუგდიდის მაყურებელს სპეციალურად დაუბურეს თავისი  რენჯროვერის ჯიპი, რომლითაც ის გადაადგილდება სპეციალური ნებართვით დაუბურეს მას შუშები, და არიგებს ფულს, ვიღაცეებს აშინებს. არცერთი წესიერი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ, არცერთი ნორმალური, კანონმორჩილი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ და არცერთი პოლიციელი არ არის თქვენი მომხრე, პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენ ეყრდნობით აქ მომპარავებს და მაყურებლებს“- აცხადებს ზოდელავა
 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...