მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სესხების განულებასთან დაკავშირებით დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ. მოიმიზეზებენ,...

,,სესხების განულებასთან დაკავშირებით დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს და ა.შ.”- განაცხადა გიორგი ვაშაძენ დღევანდელ ბრიფინგზე

Published on

აერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ იტყვის, რომ რიგი სესხების განულების შესახებ დაპირებაში ვალების გადახდას არ გულისხმობდა და ამ დაპირებას არ შეასრულებს.
 
ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ წამოეგონ ცრუ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა.
 
„გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და შევახსენოთ, თუ ვინ არის „ქართული ოცნება“. გვინდა შეგახსენოთ ვისთან გვაქვს საქმე.
 
 
„ქართული ოცნება“ ეს არის მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა მოსახლეობა თავისი დაპირებებით. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე არაერთი დაპირება აქვთ გაცემული, თუმცა არა შესრულებული. მაგალითად, ისინი გვპირდებოდნენ ნულოვან კრედიტებს, გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ სიცრუეში შეიყვანონ ამომრჩეველი, ფიქრობენ, რომ ამ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების შედეგის შეცვლას.
 
მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამე უშველის, თქვენი ხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სიცრუესა და ტყუილზე არ წამოეგებით. მათ არაერთხელ სცადეს თქვენი მოტყუება და გამოუვიდათ წინა არჩევნების პრაქტიკას თუ ავიღებთ. მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ ამ სიცრუისთვის მათ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი აგონ. წინადადება იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ ვერ გაიგო საერთოდ ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა შეიცვლება ამ ქვეყანაში.
 
კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ მათ უნდათ, ეს ყველაფერი განხორციელდეს არჩევნების შემდგომ. მე დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს და ა.შ. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი სიცრუის ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება. მოგმართავთ ამომრჩევლებს, კიდევ ერთხელ, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე“, – განაცხადა ვაშაძემ..
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...