მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველი საუბრობს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე სასესხო დავალიანების ჩამოწერის დაპირებით

სახალხო დამცველი საუბრობს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე სასესხო დავალიანების ჩამოწერის დაპირებით

Published on

მთავრობის ინიციატივა, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ეხება, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლას საჭიროებს -ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.
 
„ეს საკითხი ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების ანაზღაურება. თუკი მასში კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის, სამართალადამცავი ორგანოების, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.
 
ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისინი არიან ნამდვილად სანდო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციები. შესაბამისად, როდესაც სახალხო დამცველი შეაჯამებს არჩევნების მიმდინარეობას და ასახავს ყოველწლიურ ანგარიშში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ამ თვალსაზრისით ჩვენ არჩევნების მიმდინარეობას თვალ-ყურს ვადევნებთ. შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში გვექნება სათანადო შეფასება“, – განაცხადა ლომჯარიამ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...