მთავარისიახლეებიპოლიტიკასაიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის, რათა...

საიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის, რათა მოხდეს მათი გამოყენება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
 
საია-ს აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.
 
საია-ს ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.
 
„წყაროს ინფორმაციით, ყველა მოწმობა დაიბეჭდება იმ სქემით, რომ ერთი პირზე მოხდეს 5 პირადობის მოწმობა და ამ შეთხვევაში ერთი და იგივე გამეორდება ფოტო, ხოლო სხვა მონაცემები სხვადასხვა იქნება. შემდგომ უკვე შესაბამისი სია გადანაწილდება უბნებსა და ოლქებში,“-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
 
მისივე თქმით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულების ნიშნებს. საუბარია როგორც არჩევნების გაყალბებაზე, ასევე დოკუმენტაციის გაყალბებაზე, რაზედაც პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...