მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ბახტაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით''

მამუკა ბახტაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით”

Published on

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.   ასე გამოეხმაურა იგი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი გარკვეული დარღვევების შესახებ .
 
„რაც შეეხება არასამთავრობოების შეფასებას, 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ყველა არჩევნები, რომელიც ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იყო მაღალი სტანდარტით ჩატარებული და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება. პირადად მე ვიყავი ჩართული და ვთხოვე ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ გაზრდილიყო დამკვირვებლების რაოდენობა.
 
ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ ოპონენტთან, რომელსაც არაერთხელ უკადრებია ის, რომ გარკვეული სცენები დაუდგამს. მე ამასაც ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ, ბუნებრივია, ნებისმიერ დარღვევაზე თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი. თუ მართლა ჰქონდა ადგილი ასეთ შემთხვევებს, შესაბამისი ორგანოები ძალიან ოპერატიულ რეაგირებას მოახდენენ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრები აუცილებლად ნახავენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...