მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების შუაკვირაში დანიშვნა ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს. არ ვიცი რამდენად...

არჩევნების შუაკვირაში დანიშვნა ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს. არ ვიცი რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხმის მიცემის პროცესში თავისუფალ და გამჭვირვალე მონაწილეობას”. – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

Published on

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის მორიგი ტესტი იქნება.
 
მეორე ტურის შუაკვირაში, სამუშაო დღეს დანიშვნა უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის.
 
„კურიერთან“ საუბრისას ლინას ლინკევიჩუსი თავად დაინტერესდა ამ საკითხით და განაცხადა, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა გარკვეულ ეჭვებს ნამდვილად ბადებს.
 
„არჩევნები ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი გამჭვირვალობის კუთხით, როგორ არის ორგანიზებული რეფორმების გატარება, რომელიც შეუქცევადი უნდა იყოს. რადგან ხელისუფლების შეცვლამ ან არ შეცვლამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა რეფორმების მოტივაციაზე.
 
კერძოდ, რასაც ველით საქართველოსგან ევროინტეგრაციის თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება ამას სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ტესტი კი საკმაოდ გადამწყვეტია.
 
– თარიღი უკვე დანიშნულია ? მაშინ ნება მომეცით დავამატო. თარიღი ჩვენთვის ცოტა არ იყოს სიურპრიზია. რადგან რბილად რომ ვთქვათ, შუაკვირაში დანიშვნა არატრადიციულია. არ ვიცი რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხმის მიცემის პროცესში თავისუფალ და გამჭვირვალე მონაწილეობას. ეს ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“- აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...