მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდიდან და ხობიდან დამწვრობის ცენტრში 5 პაციენტი გადაიყვანეს

ზუგდიდიდან და ხობიდან დამწვრობის ცენტრში 5 პაციენტი გადაიყვანეს

Published on

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში სამი პაციენტი გადაიყვანეს.კატასტროფის ბრიგადებს ხობის საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი გადაჰყავთ თბილისში.
 
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება.
 
„ეს არის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. მეორე ქალბატონის მდგომარეობაც მძიმეა, მას 50-60 პროცენტი აღენიშნება დამწვრობა. ორივე მართვით სუნთქვაზეა. მძიმეა არასრულწლოვანის მდგომარეობაც. სამივეს აღენიშნება დამწვრობითი შოკის კლინიკური სურათი.ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება ორი პაციენტი. მათ სხეულის მცირე დამწვრობა აღენიშნებათ“,- განაცხადა სულხან ორჟონიამ.
 
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დიზელის ნაცვლად, ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია. დაშავებულები შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოინახულა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...