მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს...

“ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის”- გიორგი გახარია

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მართავს ლაშა ნაცვლიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაცვლიშვილი მიუხედავად მისი ამ მდგომარეობისა, პოლიციას არ დაემორჩილა , თუმცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რომელმაც ნაცვლიშვილი გააჩერა ზემდგომმა მისი გაშვება უბრძანა.

„საქმე აღიძრა გუშინ, ზუსტად ნახევარი საათის შემდგომ რაც ეს ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ვინც იყო დამნაშავე, თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის იქნება დასჯილი, თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს, იქნება დასჯილი. თუ ვინმე მესამე პირმა ეს მასალა გამოიყენა იმისთვის, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...