მთავარისიახლეებისაზოგადოებახობში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ოჯახის ხუთი წევრი დაშავდა, მათ შორის 2...

ხობში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ოჯახის ხუთი წევრი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია

Published on

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად.საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახლში მთელი დღის განმავლობაში არავინ არ იყო და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვება. ოჯახის წევრების სახლში მისვლის შემდეგ კი აფეთქება მოხდა.მეზობლები კი აცხადებენ, რომ აფეთქება შესაძლოა, არა ბუნებრივ აირს, არამედ შეშის ღუმელის ანთების დროს საწვავის გამოყენებას უკავშირდებოდეს.
ხუთივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს

სიახლეები

“ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ” – სახდეპის სპიკერი

"ამასთან ჩვენ ახლოს ვართ. ძალიან საინტერესოა... აქამდე ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს...

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის გამო “კვატია”, “კვერცხა”, “გოტო” და კიდევ 4 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15...

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა...

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...