მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძე - საუბნო კომისიის წევრები "ქართული ოცნების" დავალებებზე უარს ამბობენ...

ანა წითლიძე – საუბნო კომისიის წევრები “ქართული ოცნების” დავალებებზე უარს ამბობენ და უბნებს ტოვებენ [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის  ანა წითლიძის თქმით,  10  საარჩევნო უბანზე კომისიის ორმა თავმჯდომარემ, მოადგილეებმა და წევრებმა კომისია დატოვეს.
„ეს ადამიანები ამბობენ, რომ არ ასრულებენ ქართული ოცნების შტაბიდან მიღებულ დავალებებს და სწორედ ამიტომ დატოვეს კომისია.“  წითლიძის თქმით, დავალების მიმცემად მათ დაასახელეს შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია. წითლიძე მოუწოდებს კომისიის სხვა წევრებსაც, არ შეასრულონ უკანონო დავალებები.გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს „ქართული ოცნების“ შტაბში უპასუხეს. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ განაცხადა, რომ მათ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგეს. „ არანაირი დავალება შტაბისგან მათ არ მიუღიაღ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ ვისი ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა კომისიის წევრებზე დავალებების გაცემა“- განაცხადა პაატა ლაგვილავამ.რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიას, იქ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. 
 
 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...