მთავარისიახლეებიპოლიტიკააგრესიული შინაარსის ბანერები თბილისში - „ოცნების“ პოლიტკონსულტანტი ისრაელის საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ...

აგრესიული შინაარსის ბანერები თბილისში – „ოცნების“ პოლიტკონსულტანტი ისრაელის საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებში ფიგურირებდა

Published on

„ქართული ოცნების“ პოლიტკონსულტანტი, მოშე კლუგჰაფტი ისრაელის საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებში ფიგურირებდა. საუბარია პარტია "მერეცის" ლიდერის, თამარ ზანდბერგისა და პოლიტ კონსულტანტის მოშე კლუგჰაფტის კავშირზე დაფინანსების დროს აღმოჩენილ კანონდარღვევებთან, რომლის შესწავლაც სახელმწიფო აუდიტმა დაიწყო.
 
სტატიის თანახმად ზანდბერგმა თავდაპირველად მოშე კლუგჰაფტთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ მასთან არ მუშაობდა, შემდეგ კი აღიარა, რომ უფასოდ უწევდა მას კონსულტაციებს საარჩევნო კამპანიის დროს.
 
სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში ფინანსური დარღვევების გამოძიების საკითხი. სკანდალის დროს განცხადებები გააკეთეს კლუგჰაფტის კოლეგებმა.
 
ერთ-ერთმა კოლეგამ, ნისიმ დუეკმა განაცხადა, რომ კლუგჰაფტი საშიში ადამიანია და მისთან საქმის დაჭერას არავის ურჩევს. სიონისტების კავშირის თავმჯდომარემ ავი გაბეიმ კი ებრაელ პოლიტ კონსულტანტს პროპაგანდისტი უწოდა, რომელსაც პოლიტიკური დებატები ქვეყანაში რადიკალიზმისა და ფაშიზმისკენ მიჰყავს.
 
აგრესიული შინაარსის ბანერები უკვე თბილისშიც გამოჩნდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ბანერებს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის გადასარჩენად იყენებს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...