მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე

“მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა” – გრიგოლ ვაშაძე

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია ბანკების მიერ ქვეყანაში შექმნილ მონოპოლიას აპროტესტებს. გრიგოლ ვაშაძე მოუწოდებს მთავრობას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები გადაიბაროს სახელმწიფომ.
 
"საქართველოს მოქალაქე იმყოფება უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან  იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან  გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, იმ ადამიანების ვინც უნდა ამოძრავებდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ვინც არიან დაყადაღებული ან არიან  მოვალეთა შავ სიაში. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ. პირველი, საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ  პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში  და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლების მიერ  უნდა მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები  მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათ ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძე ასევე მიმართავს პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი ამ დღემდე დარიცხული სანქცია-საურავების  სრული ამნისტიის შესახებ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასევე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება.
 
„ეს თუ არ გაკეთდა საქართველოს მოქალაქესთან ერთად უკიდურესად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. ჩამოგვექცევა ეს ეკონომიკა თავზე და ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...