მთავარისიახლეებიპოლიტიკამოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის ინიციატივას კალაძე "კლოუნადას" უწოდებს

მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის ინიციატივას კალაძე “კლოუნადას” უწოდებს

Published on

"ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს" -ასე ეხმაურება კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მოწოდებას მოვალეთა ე.წ. შავი სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.  თბილისის მერი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ ამ განცხადებით მოაწყო კლოუნადა, რადგან "ქართული ოცნება" ისედაც აპირებს ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრას. კახა კალაძეს კონკრეტულ ნაბიჯებზე არ უსაუბრია თუმცა განაცხადა, რომ ხვალ მმართველი  გუნდის გეგმა საბანკო ვალების მოგვარებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდება.
 
„როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას. რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარების გზაზე. ამ შოკის გამომხატველი იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. მეგობრებო, "ქართული ოცნება" ასრულებს დაპირებას რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო. მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს  და მოაგვარებს მომავალში. დაელოდეთ ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....