მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის შემდეგ ახალი ბილბორდები ზუგდიდში გამოჩნდა

თბილისის შემდეგ ახალი ბილბორდები ზუგდიდში გამოჩნდა [Video]

Published on

თბილისის შემდეგ ახალი ბილბორდები ზუგდიდში გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერზე გამოსახული ბიძინა ივანიშვილის  ბილბორდები  ქალაქში გვიან ღამით გააკრეს.  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ საქართველოს ქალაქებში ბილბორდები, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში ამ ბილბორდების ფოტოები გაჩნდა, რომლებზეც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში გამოსახული იყვნენ მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები. გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ არც ერთი მათგანი პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის. პარტია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ წამოაყენა და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.
 
 

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...