მთავარისიახლეებისაზოგადოებაუახლოეს დღეებში: შემოდგომის ნისლი და ცივი წვიმა მთელ საქართველოში. ზუგდიდშიც...

უახლოეს დღეებში: შემოდგომის ნისლი და ცივი წვიმა მთელ საქართველოში. ზუგდიდშიც აცივდება

Published on

დღეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია – ტემპერატურის ყველაზე მაღალი ნიშნული  აღმოსავლეთ საქართველოში +11 გრადუსი, დასავლეთში კი +16 გრადუსი იქნება.
თოვლჭყაპია მოსალოდნელი როგორც  აღმოსავლეთის მაღალმთიანეთში, ისე დასავლეთის მაღალ მთაშიც.
 
ნალექიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში უახლოესი 3 დღის განმავლობაში ნარჩუნდება . 17 ნოემბერს  ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსამდე დაიკლებს.
 
ზუგდიდში დღეს დროის სხვადასხვა მონაკვეთებში ტემპერატურა  +7 გრადუსსა და  +15 გრადუსს  შორის იმერყევებს, ხვალ, 17 ნოემბერს +3 გრადუსსა და +13 გრადუსს შორის, ამასთან,  მცირე პაუზებით იწვიმებს,საკმაოდ ძლიერად,. კვირას, 18 ნოემბერს  ტემპერატურა უცვლელი დარჩება, მაგრამ წვიმა მოსალოდნელი არ არის.
 
 
17-18 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი,  ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 0 გრადუსამდე დაიკლებს. მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
 
ჰაერის ტემპერატურა 17-18 ნოემბერს დღის საათებში +11, +12 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 3 გრადუსამდე დაიკლებს.
 
 წვიმა და ნისლია თბილისშიც, ტემპერატურა კი +7 გრადუსი იქნება
 

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...