მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შემხვდა, რომ გვესაუბრა საარჩევნო გარემოზე

სალომე ზურაბიშვილი: ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შემხვდა, რომ გვესაუბრა საარჩევნო გარემოზე

Published on

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს ვილსონს შეხვდა.
 
„შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. შემხვდა, რომ გვესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს დღის მეორე ნახევარში. მას ავუხსენი რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის კამპანია, როგორ გარდაიქმნა ეს კამპანია ბევრად უფრო ნეოსაბჭოთა კამპანიად, ვიდრე იმად, რასაც მე ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლოდროინდელი მუქარები, რომელიც ასევე ეხება ჩემს ქალიშვილსაც და რომელიც არის ასევე ამერიკის მოქალაქე. ეს მისთვის აუცილებლად სათქმელი იყო. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემების და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის იქიდან გამომდინარე თუ როგორ ჩატარდა ეს კამპანია და რამდენი ხელშემშლელი ფაქტორები არსებობდა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ძალიან დაინტერესებული იყო ამ ყველაფრით. ახალი ჩამოსულია მოგეხსენებათ და მისთვის ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...