მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო სასამართლოში უჩივის

გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო სასამართლოში უჩივის

Published on

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო სასამართლოში უჩივის.
 
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, ოპოზიცია სასამართლოში სარჩელს დღის განმავლობაში შეიტანს. მისი განმარტებით, ცესკომ საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია და სასამართლოსთვის, სავარაუდოდ, ოპოზიციის არგუმენტები საინტერესო იქნება.
 
„ცესკომ არჩევნები დანიშნა 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს. ამ განკარგულებას ვასაჩივრებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. სარჩელით ვაპროტესტებთ იმ კანონდარღვევებს, რომელიც ცესკო-მ ჩაიდინა საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს. არსებული კანონმდებლობით, შეეძლო პირველი ტურის შედეგები შეეჯამებინა შაბათ-კვირას და მეორე ტური დაენიშნა არასამუშაო დღე. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა მიეცემოდა თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ცესკო-ს განკარგულება აქვს არჩევნების გრაფიკის შესახებ, სადაც 1 დეკემბერი არის აღნიშნული არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლო თარიღად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...