მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

Published on

 ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. 
 
შეხვედრის დაწყების წინ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა იმ დარღვევებისა და ძალადობის შესახებ, რომელიც დაფიქსირდა არჩევნების დღეს. ოპოზიციის წევრების თქმით, მათ შორის, საუბარი იქნება ახალქალაქში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ.   
 
„ჩვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამ კონკრეტულ თემაზე ვესაუბრებით. პირველი ეს არის ძალადობა, ახალქალაქის კონკრეტული მაგალითი, როცა ჩვენი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და კომისიაში დამკვირვებლებს,  მარნეული, კასპი და სამწუხაროდ, ამას განგრძობადი ხასიათი აქვს. მეორე, ეს არის საარჩევნო თარიღი, რომელზეც უზარმაზარი მანიპულაცია მოახდინა „ქართლმა ოცნებამ“ და მისი დაკვეთით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. კონკრეტულად კანონებს ვაჩვენებთ დიპლომატებს, როგორ დაირღვა საქართველოს კანონები და ეს ყველაფერი ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სასამართლოში და მესამე, ეს არის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რომელიც დღეს საქართველოშია,“ – განაცხადა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა,  გიორგი ვაშაძემ.
 
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა, ცესკო-ს მიერ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ბოკუჩავას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.
 
„ცეკსო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც შეასრულა ივანიშვილის დავალება და არჩევნები ჩაინიშნა შუა კვირაში, იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ათი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. მეორე, ეს არის ახალქალაქის ძალადობის თემა, რომელიც დაორგანიზებული იყო ენზელ მკოიანის და მისი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ და რომელიც პირდაპირ გაამართლა ხელისუფლებამ,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...