მთავარისიახლეებიპოლიტიკავახტანგ ძაბირაძე : თუ „ოცნებას" გადარჩენა უნდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს ,...

ვახტანგ ძაბირაძე : თუ „ოცნებას” გადარჩენა უნდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს , სხვაგვარად პროცესები ქუჩაში გადავა”

Published on

 “ოცნებას” თუ უნდა გადარჩეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს” აცხადებს პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ,, რეზონანსთან'' საუბარში.
 
“ახლა ისეთი ვითარება წარმოიქმნა, რომ ხელისუფლების ამომრჩეველს ოპოზიციის მთლიანი ამომრჩეველი უსწრებს. ამიტომ, ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ არა, მათ უკან უკვე დაახლოვებით 800 ათასი ამომრჩეველი დგას. ისინი, რა თქმა უნდა, საპროტესტო ტალღას გააგრძელებენ და ეცდებიან, რომ ეს ორი წელი “ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება არ მისცენ.  სწორედ ამაზე საუბრობს, როგორც ჩანს მმართველი გუნდი. ბოლოს და ბოლოს პროცესები ქუჩაში გადავა,. როდესაც ამ სცენარზეა საუბარი, ხელისუფლებამ იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ვითარება სტაბილური იყოს და გაანალიზოს სიტუაცია, მოვლენები შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე 
 
“მათი შიში აქვთ და ასე ღიად მისი გამოხატვა უფრო საფრთხის მატარებელია. ვაშაძემ გინდა გაიმარჯვოს და გინდა არა, პროცესები მაინც ქუჩაში გადავა. ის საზოგადოების საპროტესტო მუხტს, იქნება პრეზიდენტი თუ არა, მაინც სათავეში ჩაუდგება. ამის მარტო ხელისუფლებას არა, მეც მეშინია. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ვურჩევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სასწრაფოდ დაგეგმოს და აქვს “ოცნებას” შანსი, რომ ამ შემთხვევაში გადარჩეს. სხვაგვარად სოცილური ფონი და მუხტი ქვეყანაში იმდენად მძიმეა, რომ უმართავი სიტუაცია შეიძლება მოხდეს. ორი გამოსავალი აქვს ხელისუფლებას. ან შევარდნაძესავით არაადეკვატური უნდა იყოს, როდესაც რუსთაველზე აქციები იყო და ის ასლან აბაშიძესთან ძროხების სანახავად დადიოდა. როგორც ჩანს ხელისუფლებები, ვერ ახერხებენ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში რეალობა აღიქვან. ან “ოცნებაში” არ არიან ის ადამიანები, რომელთაც ამის გამოცდილება აქვთ ან კომპეტენცია, რომ რჩევის სახით მაინც მისცეს ხელისუფლებას ასეთ შემთხვევაში რა ქნან”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
 
“არის რაღაცეები, რაც ახლავე უნდა თქვას და გაკეთდეს. ხელისფლებამ . პირველ რიგში, უნდა განაცხადო, ს რომ არჩევნების შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები იქნება. უნდა თქვას, რომ დიდი შეცდომები იქნა დაშვებული და მომავალი წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. ეს არჩევნები კი პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ამ ქმედებებით, შესაძლებელია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს. თუ „ოცნებას" გადარჩენა უნდა, მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს და ხალხი მას ადეკვატურ პასუხსაც გასცემს. სხვაგვარად სიტუაცია ძალიან დაიძაბება.  კრიტიკულ სიტუაციაში გამარჯვებული ყოველთვის ოპოზიცია რჩება”.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...